2023-09-21 00:03:30
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.