წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში წუხელ, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს.
შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანეს. ნახევარი საათის განმავლობაში მათ ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ავტომატის კონდახით თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია 250 ლარი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.