წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში გუშინ, ღამით ხუთი შეიარაღებული პირი ერთ-ერთი მცხოვრების სახლში შეიჭრა და დააყაჩაღა, სახლის მეპატრონეს კი, ფიზიკურად გაუსწორდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 15 000 ლარზე მეტი, რომელიც დაზარალებულს თხილის გაყიდვის შედეგად ჰქონდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.