არხში ახალგაზრდა დაიხრჩო.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბილსრესის მიმდებარედ, არხში, 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფრმაციით, ახალგაზრდა, არხზე საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა.
ფაქტის შესახებ დარეკეს 112-ში, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
4 საათიანი ძებნის შემდეგ სამაშველო სამსახურმა ბიჭის ცხედარი იპოვა.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.