მტკვარში ცხედარი იპოვეს

2023-09-04 19:53:55

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან, მდინარე მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ცხედარი ამოცნობის მიზნით ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

სავარაუდოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი 2023 წლის 5 მაისს მდინარეში გაუჩინარებულ 28 წლის გიმზერ კაველიძეს ეკუთნის.