რუსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ 2 ადამიანი დაკბინა

2023-09-04 12:04:41

რუსთავის შემოგარენში ღორისა და მელიის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, პაციენტებს შესაბამისი ვაქცინაცია ჩაუტარდა.

მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები