2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.
ასევე, „B“, „BE“, „C" და „D" კატეგორიების და „C1" და „D1" ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა.
აღნიშნული ცვლილებები არ შეეხებათ მძღოლობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე წარმატებით ჩააბარეს თეორიული გამოცდა",- აღნიშნულია განცხადებაში.