სახლის დაყაჩაღების დროს 5 პირმა 50 000 დოლარი წაიღო

2023-08-31 13:32:29

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში 5 შეიარაღებული პირი უსუფაშვილების ოჯახში გუშინ, გვიან ღამით შეიჭრა და დააყაჩაღა.

წაღებულია ფული, 50 000 დოლარი და ძვირფასეულობა.

ნაცემია მამა-შვილი ზაურ და დავით უსუფაშვილები.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერ არავინაა.