რუსთავში, ფალიაშვილის სკვერშია არასრულწლოვნებმა იჩხუბეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა რეკრეაციულ სივრცეში არსებულ სტადიონზე მოხდა.
"ბავშვებმა იჩხუბეს და მშობლებმა პატრული გამოიძახეს. რამდენიმე ბავშვი იყო 8-9 წლის. თმებში წვდა ერთ-ერთი მეორეს, იმან ცუდი სიტყვა უთხრა და… " - უყვება "ინფო რუსთავს" თვითმხილველი.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ.