თბილისში, ოდიშელისძის ქუჩაზე ბუნებრივი მილი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი მაღალი ძაბვის კაბელებსა და ბალახზე გავრცელდა.
20 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
თელასის ცნობით, უკვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.