რამდენიმე წუთის წინ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა "მთავარ არხს" ცოტა ხნისწინ თვითმხილველებმა მიაწოდეს.
შქმერი-ზურულდის გზის მონაკვეთზე ხიდის სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყეს, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლა კლდის საფარის გაჭრის სამუშაოებმა გამოწივია. შემთხვევის დროს ადგილზე მშენებლობაზე დასაქმებული პირები იმყოფებოდნენ, დაშავდა თუ არა ვინმე ჯერჯერობით უცნობია.