მადაგასკარზე, სტადიონზე მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა

2023-08-26 11:58:55

მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივოში, მაჰამასინას სტადიონზე მომხდარი ჭყლეტისას, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორისაც 7 ბავშვია.

ინფორმაციას BBC ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტადიონზე შეკრებილი ხალხი ინდოეთის ოკეანის კუნძულების თამაშის გახსნის ცერემონიისთვის იყო შეკრებილი. სტადიონი თითქმის, 41 ათას ადამიანს იტევს და იმ მომენტში სანახაობის გამო გადაჭედილი იყო. მედიის ცნობით, ჭყლეტისას კიდევ 80 ადამიანი დაშავდა.

სანახაობის მონაწილეები, კომორის, მადაგასკარის, მავრიკიის, სეიშელის, მადივის და რეუნიონის კუნძულების მოქალაქეები არიან.

მაჰამასინას სტადიონი 1977 წელს გაიხსნა და სპორტული ღონისძიება, რომელიც ინდოეთის ოკეანის კუნძულის თამაშების სახელითაა ცნობილი, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ხალხმრავლობის გამო თამაშების ისტორიაში მსგავსი შემთხვევები ხშირია.