ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.
თვითმხილველის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი, ორი ქალი და ოთხი მოზარდი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, 35 წლამდე ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.
ფოტო: ინეტრპრესნიუსი