ბათუმში, სასტუმროს შენობის 26-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით, დილის 8 საათზე მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.