შოვში მომხდარი სტიქიის დროს კიდევ ერთი რუსთაველის, 24 წლის კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა.
ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა ბიჭის მამამ დაუდასტურა.
მისი თქმით, ცხედრის ამოცნობა დნმ ანალიზის საშუალებით მოხერხდა.
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის დედა, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძე და მისი და, 20 წლის მარიამ მაისურაძე არიან.
"გადმოსვენება - შაბათს საღამოს, 19.08.2023;
პანაშვიდი 20-21 აგვისტო.
მის:
ქ. რუსთავი, ლესელიძის მეორე გასასვლელი სახლი #18.
22 აგვისტოს 09:00 საათიდან დავასვენებთ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საიდანაც მოხდება გაცილება 15:00 საათზე", - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.