რიკოთის უღელტეხილზე მუშა გარდაიცვალა

2023-08-18 20:56:53

რიკოთის უღელტელტეხელზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, საამქროში 1 მუშა დაიღუპა. დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა.

დაშავებულია კიდევ 1 ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ის მსუბუქი დაზიანებებით საავამდყოფოშია გადაყვანილი.დ

არსებული ინფორმაციით, საამქროში მშენებლობისთვის კონსტრუქციებს ამზადებდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.