შოვში სტიქიისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ ეტაპზე შოვში სტიქიისას დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, 6 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთხუმეტე დღეა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.