გამოცემა ბათუმელები თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა კატერმა გადაუარა.
მათი თქმით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.
დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.