პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ველოსიპედების მოპარვის გამო დააკავეს. 37 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ველოსიპედს ლომბარდში აბარებდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისი ადგილმდებარეობის დადგენა პოლიციამ ველოსიპედზე დამონტაჟებული სანავიგაციო სისტემის საშუალებით შეძლო.
დაკავების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილს კიდევ 4 ველოსიპედი ჰქონდა მოპარული, რომელთა საერთო ღირებულება 3 450 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს მოქალაქეს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.