თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ.
მამიდა Facebook-ზე წერს, რომ ბაშვი საბურთალოდან, ლვოვის ქუჩიდან, გაიპარა.
"სასწრაფოდ გთხოვთ, სახლიდან გაიპარა ლიზიკო, გეხვეწებით გააზიარეთ ვეძებთ.
11 წლის არის, აუტისტია. საბურთალო, ლვოვის ქუჩიდან გაიპარა", - წერს ბავშვის მამიდა სოციალურ ქსელში.
როგორც "ინფო რუსთავს" ოჯახის წევრმა განუცხადა, მოზარდი ბოლოს საბურთალოზე ვენდისთან ნახეს.
თუ ფლობთ გოგონას შესახებ რაიმე ინფორმაციას დარეკეთ მითითებულ ნომერზე - 551 30 80 90.