ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 2 ცხედარი იპოვეს.
„დღეს აღმოჩენილია 3 ცხედარი და 1 სხეულის ფრაგმენტი. დილით ერთი გითხარით და კიდევ დაემატა 2 ცხედარი“ – თქვა ირაკლი ქარსელაძემ.
ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, შოვში მომხდარ სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა