გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 117 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 60 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 41 ფაქტი გამოვლენილია კახეთში; 31 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, შიდა ქართლში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, იმერეთში - 10, გურიაში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 2, ქვემო ქართლში - 1.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 239 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 55 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.