"ძებნა გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს მცირე შანსიც, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ“

2023-08-10 13:03:23

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ შოვში სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ მაშველები გარდაცვლილთა ცხედრებს ან მათ ფრაგმენტებს იპოვიან.

"ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცა, პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი ან რაიმე სახის ფრაგმენტი,“- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა.

სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 21 გარდაცვლილის შესახებ, 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.