შოვში 21-ე ცხედარი იპოვეს

2023-08-09 14:27:00

შოვში, სტიქიის ზონაში 21-ე ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, დღის განმავლობაში ორი ცხედრის პოვნა შეძლეს, რომელთა შორის ერთი არის მოზარდი, მეორე კი მდედრობითი სქესის ცხედარი.

"ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი, დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს" - თქვა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა. ბოლო ცნონბებით დაღუპულია 21 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 12.

სტიქიას 4 რუსთაველი ემსხვერპლა, 3 კი ამ დრომდე ეძებენ.