შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
9 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 20 ადამიანის ცხედარი.
მათი ნაწილი ამოიცნეს. ოფიციალური უწყებების ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ მინიმუმ 13 ადამიანის ძებნას, მათ შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.