რუსთავში, მეგობრობის გამზირზე რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან 75 წლის მამაკაცი გადმოვარდა. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მიკროავტობუსის მძღოლმა განუცხადა, სატრანსპორტო საშუალება გააჩერა, კარგი გააღო, თუმცა მგზავრის გადავარდნა არ შეუმჩნევია.
"გავაჩერე, კარები გავაღე და გადმოვარდა. ვერ შევამჩნიე. რომ დავძარი მგზავრებმა მითხრეს გადავარდაო",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მძღოლმა.
დაშავებული კაცი თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანა, საიდანაც შემდეგ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და იგი მართვითი სუნთქვით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"მძიმეა პაციენტი. არის მართვით სუნთქვაზე. ვაზოპრესორზეა წნევა. ჩატარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, დეკომპრესიული ტრეპანაცია. აღენიშნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და თავის ტვინის შეშუპება",- განაცხადეს კლინიკაში.