შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
"მდინარეს კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნაპოვნია ადამიანის ცხედრის ფრაგმენტი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენება. ასევე გეტყვით რომ ამ დროისთვის 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები", - თემურ მღებრიშვილი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, ეძებენ 15 ადამიანს.