შოვში ღვარცოფსა და დამეწყრულ ტერიტორიაზე ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება.
დეტალებზე ჟურნალისტებს ესაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი.
ბოლო ცნობებით ნაპოვნია 16 ცხედარი, 7 უკვე იდენტიფიცირებულია.