რუსთავში N23 და N31 საბავშო ბაღების რეაბილიტაცია იგეგმება.
საბავშო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ელექტრონული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებისთვის ფონდმა 523 815 ლარი გამოყო.