რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ახლადრეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა.
მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო.
ახალი რეკრეაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. სკვერში მოეწყო ჯგუფ “არტ ლაიფის” კონცერტიც.
17 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი ზონები, სკეიტ პარკი, ასევე, რჩეულიშვილის ქუჩიდან გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბეა მოწყობილი. დარგულია სხვადასხვა სახეობის 333 ძირი ხე-მცენარე.
პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. აქამდე, ჭყონდიდელის დასახლებაში მსგავსი მასშტაბის დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა.
პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 621 701 ლარით დაფინანსდა.