სექტემბრიდან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით; იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში - 3 000 ლარით.
გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები განახორციელებენ.