რომელ მისამართებზე იზღუდება წყლის მიწოდება

2023-07-20 01:02:02

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის ჩათმის რეზერვუარზე, დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით 20 ივლისს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჯავახიშვილის, ტოლსტოის, გრანელის, სამგორის, სამშვილდის, რჩეულიშვილის, მცხეთის, ნეკრასოვის, კახეთის, ზედგენიძის, გოგოლის, ბელიაშვილის (შესახვევებით) და ბერიტაშვილის ქუჩებს.

ჩეხოვის ქ. N6ა, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 20 ივლისს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

გიორგაძის, ჩაპაევის, ჩეხოვის, გრანელის, სამგორის და ბარნოვის ქუჩებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.