რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მეგობრობის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ქალაქის მერმა "ინფო რუსთავთან" მიმდინარე პროექტების დასრულების ვადებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მერიის სამსახურებთან ერთად მიმდინარე პროექტების მონიტორინგს აწარმოებენ, რათა დაჩქარებული ტემპითა და მაღალი ხარისხით მოხდეს სამუშაოების შესრულება.
"რუსთავში ძალიან მასშტაბური და დიდი პროექტები მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ამინდები ხელს გვიწყობს მთელი სამსახური ჩართული ვართ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ის პროექტები, რომლებიც დაწყებული გვაქვს. ასევე ვიგეგმებით იმ ახალ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან იყო არაერთხელ დაყენებული.
ადგილზე სამსახურთან ერთად გავდივართ დეტალებს, რომელიც მნიშვნელოვანია ვადებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ხარისხზე.
დღეს მეგობრობის გამზირზე, ასევე სხვადასხვა პროექტებს ადგილზე გავეცნობით. იცით, რომ მეგობრობაზე უპრეცედენტო პროექტი ხორციელდება პრემიერის მხარდაჭერით განახლებული რეგიონების ფარგლებში, სწორედ ამ და სხვა პროექტებს მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მუდმივად გავუწევთ მონიტორინგს, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპითა და მაღალი ხარისხით შემოდგომას ქალაქი დახვდეს კიდევ უფრო მომზადებული",- განაცხადა ლაცაბიძემ.
ქალაქის მერს ასევე ვკითხეთ კლდიაშვილის სკვერსა და 9 ძმა ხერხეულიძეზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც.
"კლდიაშვილის სკვერი დაახლოებით 38 000 კვ მეტრზე მეტი არეალია, რომელიც აქამდე იყო გაუნაშენიანებელი და მიტოვებული ქალაქის შუა გულში. იქ არ იყო არანაირი კომუნიკაცია. ეს არ არის რეაბილიტაცია, ახალი რეკრეაციული გასართობი მწვანე სივრცე მოეწყო და ესეც მოსახლეობით მოთხოვნით. იქამდე გაგრძელდება, სანამ არ მივიღებთ იმ ხარისხს, რაც გვინდა. იქნება შადრევანი მოწყობილი, სპორტული სივრცეები და პროექტი აქტიურ ფაზაშია და დასრულებისკენ მიდის.
რაც შეეხება 9 ძმა ხერხეულიძეს და მიმდებარე ქუჩებს იმ ვადებით არის, რაც პროექტითაა განსაზღვრული, მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა რუსთავის წყალმა და გამოიცვალა ის ინფრაქტუქტურა, რაც ქალაქის დაარსებიდან იყო, ასევე საკანალიზაციო სისტემები. ბევრი სხვა პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემ იმ ეფექტსა და უსაფრთხოებას, რაც გვინდა ჩვენი ქალაქისთვის",- განაცხადა ლაცაბიძემ.