კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის წმ. ნინოს ქუჩაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 16 ივლისს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
წმ. ნინოს ქ, წერეთლის ქ, იოსებიძის ქ, მარის არხის დასახლება.