მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო.
"სოფელ გაჭედილში, მდინარე აბაშაში გაუჩინარდა მოზარდი, მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, სამწუხაროდ, ცხედარი ამოიყვანეს წყლიდან", - განუცხადეს "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
დაღუპული მოზარდი სენაკიდანაა და ის წყალში საბანაოდ იყო ჩასული.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.