პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სირიელი არასრულწლოვნები გადაჰყავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და სასაზღვრო პოლიციის მანქანას დაეჯახა.
ქართველი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.