კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ტოლსტოის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 11 ივლისს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
კახეთის, მცხეთის, ტოლსტოის, სამშვილდის, ნეკრასოვის და გოგოლის ქუჩებს.
სატუმბოს მიმდებარედ, ფილტრატის ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 11 ივლისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
წმ.ნინოს, წერეთელის, იოსებიძის, სპორტის ქ. (ჩიხით) და ფიროსმანის N9 -ს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.