2023-07-09 20:17:59
რუსთავში, შარტავას გამზირზე ავარია მოხდა.
წრესთან ერთმანეთს "მერსედესისა" და "ჰიუნდაის" მარკის 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.