რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ახალი ვიდეო კამერები გამოჩნდა.
სექციური კამერები ე.წ. გაჩიანის ხიდიდან ქვემო ფონიჭალამდე გზის მონაკვეთზე შსს-მ განათავსა.
კამერები აფიქსირებს ყველა ავტომობილის სანომრე ნიშანს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შესაბამისად დამრღვევი მძღოლი ადვილად ჯარიმდება.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დაშვებულია 90 კმ/სთ, ამას დამატებული 15 კმ/სთ. ანუ მძღოლმა 105 კმ/სთ-ს თუ გადააჭარბა ჯარიმდება 50 ლარით. ჯარიმა გავლენას არ ახდენს მართვის მოწმობის ქულებზე.