"არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი!"

2023-07-07 11:35:33

"სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან მი­ი­ღო მო­რი­გი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ტრი­ქი­ნე­ლო­ზის კლი­ნი­კუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი! შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე სა­ა­გენ­ტოს იმე­რე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი ქუ­თა­ი­სის ე.წ. ცენ­ტრა­ლურ ბა­ზარ­ში და ხორ­ცის რე­ა­ლი­ზა­ტორ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­თან. მოკ­ვლე­ვა გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად პა­ცი­ენ­ტი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­და­ნაა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ფარ­ში შე­ი­ძი­ნეს ქუ­თა­ი­სის ე.წ. ცენ­ტრა­ლურ ბა­ზარ­ში, თუმ­ცა, ზუსტ ად­გილს ვერ აკონ­კრე­ტებს. ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და ტრი­ქი­ნე­ლო­ზის მე­ხუ­თე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, არ შე­ი­ძი­ნოს ხორ­ცი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში, სა­დაც არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი - ფორ­მა 2!

ტრი­ქი­ნე­ლო­ზი არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა და­ე­მარ­თოს მიკ­როს­კო­პუ­ლი პა­რა­ზი­ტით ტრი­ქი­ნე­ლა­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის (ღორი, სხვა გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი და ცხე­ნი) ხორ­ცის საკ­ვე­ბად მი­ღე­ბი­სას.

ხორ­ცის და­მა­რი­ლე­ბა, შე­ბოლ­ვა და გაშ­რო­ბა პა­რა­ზიტს არ კლავს", - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.