კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ნეკრასოვის ქ. N17ა 2-ში მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 7ივლისს, 11:30 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რჩეულიშვილის, კახეთის, მცხეთის, ბერიტაშვილის, ტოლსტოის, სამშვილდის, ნეკრასოვის, გოგოლის, გ. ჯავახიშვილის, სამგორის და მაზნიაშვილის ქუჩებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.