რუსთავის დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში დაბადების დღის, ხელის თხოვნის, სქესის გაგების ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს, სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად ნებართვის ასაღებად პირმა ქალაქის მერიას უნდა მიმართოს.
ცენტრალურ პარკში მსგავსი ღონისძიების გამართვის დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელის გამოყენება.