რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-3 დღე დასრულდა.
აბიტურიენტები გამოცდას დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდნენ. გამოცდა ერთ სესიად წარიმართა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში განუცხადეს, გამოცდებზე რეგისტრირებული 480-ზე მეტი აბიტურიენტიდან 460 გამოცხადდა.
მათივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.