პოლიმერული თიხის ნამუშევრები, ნატურალური ქვის სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები და ჩანთები, ორიგინალური სახლის დეკორები, ხის გრავირებული ნაკეთობები - თუ ხლმისაწვდომ ფასად გსურთ განსხვავებული საჩუქარი შეარჩიოთ, მესხიშვილის 16-ში, "სესილი Handmade"-ს უნდა ეწვიოთ.
მაღაზიაში ქართველი მეწარმეების პროდუქციაა წარმოდგენილი, ის კი, ვინც ყველაფერი ერთ სივრცეში მოაქცია, ელენე სააკოვია, თიხით შესრულებული ნამუშევრების ავტორი.
"პანდემიის დროს დავიწყე პოლიმერული თიხით გართობა ჩემს პატარა სესილითან ერთად და ეს გართობა ვაქციეთ პატარა ბიზნესად. გავაკეთეთ გვერდი და ვიღებდით შეკვეთებს. გვყავდა ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი. პანდემიის დასრულების შემდეგ გდავწყვიტე, რუსთავში გამეხსნა ხელნაკეთ ნივთების მაღაზია, რადგან არ იყო მსგავსი და გავხსენი კიდეც ნიჭიერი ქართველი მეწარმეების ხელშეწყობით, მაღაზია სესილი Handmade, რომელიც მდებარეობს რუსთავში, მესხიშვილის 16 ნომერში.
ხშირად ვიღებთ მონაწილეობას გამოფენებში, როგორც რუსთავში, ასევე სხვა ქალაქებში, სადაც ბევრი ადამიანი გვცნობს და ძალიაან გვიხარია. ამასთანავე, მიწვეულები ვიყავით ბერლინში და ჩვენი ნივთები წარმოდგენილი იყო ბერლინის გალერეაში - Salon Halit Art.
იმედია ბევრი ადამიანი გაიგებს რუსთავში ჩვენი მაღაზიის შესახებ. ეს არის მაღაზია, სადაც ორიგინალურ სჩუქარს შეარჩევ ნებისმიერი ასაკისთვის.
გვაქვს პოლიმერული თიხის შესწავლაც. როგორც სრული კურსი, ასევე მასტერკლასებიც. ჩვენთან მოდიან ადამიანები ასაკის შეუზღუდავად, ზოგი უბრალოდ განტვირთვისთვის ზოგი კი ამ ხელსაქმით აპირებს მუშაობას", - უთხრა მან "ინფო რუსთავს".
მაღაზია 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.