კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის სამშვილდის ქ. N22ა -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 5 ივლისს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რჩეულიშვილის, კახეთის, მცხეთის, ბერიტაშვილის, ტოლსტოის, სამშვილდის, ნეკრაოვის, გოგოლის, გ. ჯავახიშვილის, სამგორის და მაზნიაშვილის ქუჩებს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.