რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-07-05 00:12:24

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივლისს:

11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს რუსთავში მე-12 მიკრორაიონში, აღმაშენებლის გამზირზე, რჩეულიშვილის, მცხეთის, ტოლსტოის, კახეთის ქუჩებზე. 11:00-დან

11:30 საათამდე და 18:30-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში ერისთავის, ლეონიძის, ბესიკ კაპანაძის, აღმაშენებლის ქუჩებზე, მე-8, მე-11, მე-12 და მე-16 მიკრორაიონებში.

11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულში ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, ლერმონტოვის, თბილისის, იალღუჯის ქუჩებზე.

11:00-დან 14:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, შ.გურბანოვაა, სულხან-საბას, ყურბანოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.