კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის VII მიკრო რ-ნი 17თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 1 ივლისს 14:15 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მე-7 მ/რ, მე-7ა მ/რ, მე-20 მ/რ და 21-ე მ/რ.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.