როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-06-30 21:03:07

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ლომოურის ქ. III გასასვლელი N8-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 30 ივნისს, 11:45 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-7, მე-7ა, მე-8, მე-20, 21-ე მიკრო რაიონებს. ასევე ლომოურის ქუჩას (გასასვლელებით).

9 ძმა ხერხეულიძის ქ.009-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 30 ივნისს 20:00 საათიდან 01/07/23 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 9 ძმა ხერხეულიძის ქ. და კლდიაშვილის N 13-ს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.