უშედეგოდ დასრულდა მდინარე მტკვარში გაუჩინარებული 14 წლის მოზარდის საძიებო ღონოსიძიების მეორე დღე რუსთავში.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრული მობილიზება იყო მთელი დღის განმავლობაში.
მეხანძრე-მაშველთა 24-კაციან ჯგუფთან ერთად, ბავშვის საძიებო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავები.
როგორც "ინფო რუსთავისთვისაა" ცნობილი, მოზარდის ძებნა-შველის ღონისძიება ხვალ დილიდან განახლდება.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი, რომელსაც მდინარეში ეძებენ, რუსთავის მკვიდრია და ის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
შეგახსენებთ, 28 ივნისს, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდთა ჯგუფი ცურვის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი წყლის დინებამ გაიტაცა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.