კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის VIII მიკრო რაიობის N19-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 26 ივნისს, 17:30 საათიდან 19:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
VIII მიკრო რაიონს და VII მიკრო რაიონის 19, 20, 21, 25, 26, 27 ნომრებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის რჩეულიშვილი-ჯავახიშვილის კვეთაზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 26 ივნისს 18:30 საათიდან 20:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გიორგაძის, რჩეულიშვილის, ჩაპაევის და ჩეხოვის ქუჩებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.